Website is working in a trial mode

(Old version)
geo
facebook
youtube
twitter icon
linkedin icon

სსიპ – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ჟიული შარტავასა და დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად კონკურსის გამოცხადებისა და საკონკურსო კომისიის შემადგენლობის დამტკიცების შესახებ

„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის  29-ემუხლის მე-3 ნაწილის „ე“ ქვეპუნქტის, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 11 სექტემბრის 135/ნ ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტისა და 21-ე მუხლის მე-6 პუნქტის და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის N12 დადგენილების დანართ N2– ის საფუძველზე ვბრძანებ:

1.გამოცხადდეს კონკურსი ჟიული შარტავას სახელობის  სტიპენდიის მოსაპოვებლად აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე (გარდა პოლიტიკის მეცნიერებისა) სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთათვის;

2.გამოცხადდეს კონკურსი დიმიტრი (არზაყან) ემუხვარის სახელობის სტიპენდიის მოსაპოვებლად აფხაზეთის თემატიკაზე მომუშავე პოლიტიკის მეცნიერების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტთათვის;

3. კონკურსანტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტაცია:

  • განაცხადი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • სტუდენტის სასწავლო ბარათი;
  • პროფესორის 1 რეკომენდაცია;
  • სამეცნიერო ნაშრომების გამოქვეყნების და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია;
  • სიგელები (არსებობის შემთხვევაში);
  • სერტიფიკატები (არსებობის შემთხვევაში);
  • ინფორმაცია საზოგადოებრივი აქტივობის შესახებ;

4. საკონკურსო დოკუმენტაციის მიღება განხორციელდეს ელექტრონულად(e-mail: social@tsu.ge) 2021 წლის 8 ივლისიდან  2021 წლის 23 ივლისის 17საათამდე;

5. შეიქმნას საკონკურსო კომისია შემდეგი შემადგენლობით:

  • სალომე დუნდუა – დეკანის მოადგილე, ასოცირებული პროფესორი (კომისიის თავჯდომარე)
  • ზვიად აბაშიძე  - ასოცირებული პროფესორი;
  • ელენე გელაშვილი - ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსი
  • ნათელა მონიავა - ფაკულტეტის სასწავლო პროცესის მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე;

6. ფაკულტეტის სასწავლო პროცესის სამსახურმა უზრუნველყოს ბრძანების განთავსება და დაინტერესებულ პირთათვის გაცნობა.

7. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.